სასწავლო პროექტი



1.     პროექტის სახელწოდება - ელენე ახვლედიანი - პეიზაჟების ჯადოქარი



2.     პროექტის მთავარი იდეა (თემა):   ელენე ახვლედიანის შემოქმედების და მისი ბიოგრაფიის გაცნობა

3.           პროექტის აქტუალობა: საკლასო ოთახი მოირთვება და გაფორმდება ბავშვების მიერ შესრულებული პეიზაჟებით და ელენე ახვლედიანის სურათებით. ჩაირთვება ლამაზი კლასიკური მუსიკა. ერთ ერთი მოსწავლე აუდიტორიას გააცნობს ეპიზოდებს ელენე ახვლედიანის ბიოგრაფიიდან. ვაჩვენებ ფრაგმენტებს ფილმიდან ,,მზე შემოდგომისა“ და ვაჩვენებ მხატვრის მიერ შესრულებულ ნახატებს. მოსწავლე ყვება გალერეაში მიღებული შთაბეჭდილების შესახებ. იმართება მოსწავლეთა სურათების პრეზენტაცია.

4.           პროექტის  მიზნები :  სრული ინფორმაციის მიღება მხატვრის შესახებ და სათანადო აუცილებელი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება

5.           მონაწილეთა ასაკი : 12-14 წელი

6.           ვადები/ხანგრძლივობა : 2 კვირა

7.   მოსალოდნელი შედეგები /პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას : მოსწავლეები შეასრულებენ  პეიზაჟებს, მიიღებენინფორმაცია მხატვრის შესახებ.

8.   პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები-  კომპიუტერი, სხვადასხვა სახელმძღვანელო, გუაში, აკვარელი, წყლის ჭურჭელი, ფუნჯები, ფერადი ფანქრები, აუდიო და და CD დისკები

9.   პროექტის მსვლელობა:      
1. თემის შერჩევა და შესაბამისი შეკითხვების ჩამოყალიბება: მოსწავლეებს ვთავაზობ რამდენიმე თემას, ,,ელენე ახვლედიანი პეიზაჟების ჯადოქარი“, ელენე ახვლედიანის ბავშვობა და სტუდენტობის წლები“ და ელენე ახვლედიანის შემოქმედება. მოსწავლეებმა ჩამოწერეს შეკითხვები - რა ვიცით ელენე ახვლედიანის შესახებ ?  როგორ განწყობაზე ვდგებით ელენე ახვლედიანის ნამუშევრების დათვალიერებისას? იქონია თუ არა საზღვარგარეთ გატარებულმა წლებმა მის შემოქმედებაზე გავლენა?       მოსწავლეებმა შეარჩიეს თემა ,,ელენე ახვლედიანი - პეიზაჟების ჯადოქარი“      



. საპროექტო ჯგუფის ჩამოყალიბება: პროექტის მონაწილეები  შემთხვევითი შერჩევის პრინციპით (გათვლით) გადანაწილდა ორ ჯგუფად                                                          

3. პროექტის გეგმის შემუშავება ჯგუფში:  მოსწავლეებმა  შეიმუშავეს პროექტის გეგმა, გაანაწილეს დღეები და დრო


4. ჯგუფში მოვალეობების გადანაწილება - მოსწავლეებმა პასუხისმგებლობა აიღეს კონკრეტული საქმიანობის შედეგზე. დასახელდა შემსრულებლები და ვინ როდის შეასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას

5. აქტივობების განხორციელება - პირველმა ჯგუფმა მოიძია მასალა სკოლის ბიბლიოთეკაში,  ელენე ახვლედიანის ბავშვობის და სტუდენტური წლების შესახებ.  ისევ ამ ჯგუფმა მოიძია მასალა თუ როგორ აქტიურად თანამშრომლობდა ქალბატონი ელენე ქართული და რუსული თეატრების დასებთან.  მეორე ჯგუფმა   ინტერნეტით მოიძია ელენე ახვლედიანის მეგობრების შესახებ ( დავით კაკაბაძე, ლადო გუდიაშვილი, შალვა ქიქოძე) მასალები და მათი ნახატები. მეორე ჯგუფმა მოიძია ფილმი ,,მზე შემოდგომისა“ და  ინტერნეტის სასუალებიტ ნახეს ნახატები, ,,კახეთი-ზამთარი“, ,, იმერეთი“ ,,შემოდგომა“ ,, ალაზნის ველი“ ,,ძველი თბილისი“. ორივე ჯგუფი დაესწრო გალერეაში გამოფენას სადაც ძირითადად წარმოდგენილი იყო პეიზაჟები. ორივე ჯგუფის ბავშვებმა შეასრულეს ნამუშევრები აკვარელისა და გუაშის გამოყენებით



6. პროდუქტის პრეზენტაცია - მოსწავლეებმა დამსწრე აუდიტორიას წარუდგინეს მათ მიერ მოძიებული და შესრულებული ნამუშევრები

7. პროექტის შემაჯამებელი შეფასება- მოხდა მოსწავლეების მიერ ანგარიშის სახით და ჩემს მიერ შეფასების რუბრიკის მიხედვით

კომპონენტები
A(საუკეთესო)
B (კარგი)
C (საშუალო)
D (დაბალი)
ჯგუფში თანამშრომლობა
აქტიურად თანამშრომლობს ჯგუფის ყველა წევრთან. და მათთან აქვს საუკეთესო ურთიერთობა
თანამშროლობს ჯგუფის წევრებთან და მათთან აქვს კარგი ურთიერთობა
ნაწილობრივ თანამშრომლობს ჯგუფთან
არ თანამშრომლობს ჯგუფთან
ინფორმაციის მოძიება და ორგანიზება
ინფორმაციას მოიძიებს სწრაფად და სრულყოფილად
ინფორმაციას მოიძიებს სრულყოფილად
სრულყოფილად ვერ ახდენს მასალების მოძიებას
ვერ მოიძიებს ინფორმაციებს
ზეპირი პრეზენტაცია
ზეპირ პრეზენტაციას ახდენს მკაფიოდ და ყველასატვის საინტერესოდ
პრეზენტაციას აკეთებს კარგად
პრეზენტაციის გაკეთება უჭირს
ვერ აკეთებს პრეზენტაციას
მსჯელობა
მსჯელობს გარკვევით და დამაჯერებლად. იწვევს საყოველთაო ინტერესს
მსჯელობს საინტერესოდ
მსჯელობს, მაგრამ ვერ ახდენს აუდიტორიის დაინტერესებას
ვერ მსჯელობს პროექტთან დაკავშირებით



10.       საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ ესგ-სთან კავშირი: 

ქართული:

ქართ. IX. 9. მოსწავლეს შეუძლია სადავო ან პრობლემურ საკითხებზე საკუთარი თვალსაზრისის წერილობით გადმოცემამოცემულ საკითხზე განსხვავებული შეხედულებების შეჯამება.

ისტ-ი

ის ტექნ. V.5  მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების  შერჩევა და გამოყენება ინფორმაციის მოძიებისას და კვლევის პროცესში.

ხელოვნება:

ს.გ.VII.7.   მოსწავლეს შეუძლია წარადგს ინდივიდუალურ და ჯგუფურ ნამუშევრებ და მიღებულ ცოდნაზე დაყრდნობით გამოთქვას და დაასაბუთს საკუთარ აზრ ხელოვნების ნაწარმოების შესახებ.

ს.გ.VII.8.  მოსწავლეს ესმის და შეუძლია წარმოაჩინოს, რომ ხელოვნება არის თვითგამოხატვის და კომუნიკაციის საშუალება.

ს.გ.VII.9.  მოსწავლე კრიტიკის დროს პატივისცემით ეკიდება სხვის ნამუშევარს და აზრს. 



11.       პროექტის ხელმძღვანელი : მედეა მახარაძე

12.       ხელმძღვანელის ელ-ფოსტა : makharadzemedea@gmail.com



13.       პროექტის ვებ-გვერდი / ბლოგი - makharadzemedea.blogspot.com

No comments:

Post a Comment